ბესტსელერი
სიახლე

მეოთხე ფრთა: ნაწილი 2

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

250,00 

მეოთხე ფრთის სიუჟეტი გამოგონილ ქვეყანაში, ბასგიათის საბრძოლო კოლეჯში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი კი 20 წლის ვაიოლეტია, რომელიც დედის, კოლეჯის ხელმძღვანელის რჩევით, გადამწერობას თავს ანებებს და დრაკონის მხედარი ხდება.

მარაგში

-
+

Specs

SKU: 899999999-1 Category: Tag: Availability:

მარაგში

აღწერა

თუ ლიტერატურულ ტენდენციებს აქტიურად არ ადევნებთ თვალს, გეტყვით, რომ ბოლო წლებში ჟანრული პროზა, განსაკუთრებით კი ფენტეზი, გაუგონარი პოპულარობით სარგებლობს. სულ ახლახან წამოიწია ქვეჟანრმა “რომანტეზიმ”, რომელიც ფენტეზისა და სასიყვარულო ჟანრების შერწყმაა. აი, ამ მიმართულებით კი უდავო ლიდერია რებეკა იაროსის 2023 წელს გამოცემული წიგნი მეოთხე ფრთა.

მეოთხე ფრთის სიუჟეტი გამოგონილ ქვეყანაში, ბასგიათის საბრძოლო კოლეჯში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი კი 20 წლის ვაიოლეტია, რომელიც დედის, კოლეჯის ხელმძღვანელის რჩევით, გადამწერობას თავს ანებებს და დრაკონის მხედარი ხდება.

დიდწილად ტიკტოკის დამსახურებით, მეოთხე ფრთა გამოცემიდან მალევე The New York Times-ის ბესტსელერების სიის სათავეში აღმოჩნდა და ორ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. 2023 წელსვე გამოვიდა რომანის გაგრძელება, რომლის გამოცემის დღეს მისი 100 ათასზე მეტი ასლი შეიძინეს. გამომცემლის ცნობით, მეოთხე ფრთის გაგრძელება წინასწარი შეკვეთების რიცხვით ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის მერე ყველაზე პოპულარული წიგნია.

დამატებითი ინფორმაცია

ავტორი

რებეკა იაროსი

1 მიმოხილვა: მეოთხე ფრთა: ნაწილი 2

  1. ამბროსი

    პირველი ჯობია

მიმოხილვის დამატება